ომი და მუსიკა – სიყვარულით The Radio Dept-ზე

ANTIFA

გახსოვთ ლამფის შუქით განათებული სახლები, ელემენტებზე მომუშავე რადიოს ხმაური?

მუსიკა, რომელიც ერთადერთი გზა იყო თვალები დაგეხუჭა და წარმოგედგინა როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები სხვაგან, სხვა ქვეყნებში, სადაც არ ციოდა, ომი მხოლოდ ისტორია იყო, შიმშილი არ არსებობდა. სწორედ აქ, ასეთ, სახლებში დავხარჯეთ ჩვენი ოცნებები, როდესაც ვუსმენდით მაგნიტოფონიდან ჩაწერილ სიმღერებს, ხოლო როდესაც გავიზარდეთ, შუქიც მოვიდა, ინტერნეტიც,  ჩვენ თითქოს თავიდან დავუბრუნდით ჩვენ ოცნებებს, ისევ მუსიკით, უფრო ბევრით, უფრო მრავალფეროვანით და იმედი გვქონდა, რომNothing happens, nothing happens here anymore. 

The Radio Dept.
The Radio Dept.

 რამდენადან უცნაურიც არ უნდა იყოს, შვედეთის ერთ პატარა ქალაქში, ისეთში, როგორში ცხოვრებაზეც ჩვენ ვოცნებობდით, ახალგაზრდები, სრულიად განსხვავებული ყოფითი , ეკონომიკური თუ სოციალური რეალობით, იდენტობის ფორმირების ისეთივე გზებს გადიოდნენ, როგორც ჩვენ.  თითქოს, ისეთივე სევდიანები იყვნენ და  მათი რეალობა: დაბნეულობა, სიყვარული და რაღაც უფრო მეტის სურვილი, საოცრად ჰგავდა ჩვენსასცხადია, ეს იშვიათი გამონაკლისი და განსაკუთრებული შემთხვევაა და ვერ განზოგადდება 90-იანი წლების ევროპულ თუ ამერიკულ მუსიკოსებზე. თუმცა, ასეთივე იშვიათი და განსაკუთრებულია ეს ჯგუფიც, რომელიც  1995 წელს, ქალაქ ლუნდში მეგობრებმა შექმნეს და ბენზინგასამართი სადგურის სახელი The Radio Dept დაარქვეს.

ექსპერიმენტები, რომელსაც ჯგუფი ალბომიდან ალბომამდე ატარებდა, სინთპოპის, დრიმპოპის, ინდიპოპის, შუგეიზის სამყაროში დაატარებდა მსმენელს იოჰან დუნკანსონის რბილი ხმით და მარტინ ლარსონის თითქოს ჭუჭყიანი ჟღერადობის გიტარით. მუსიკა, რომელიც ამ ექსპერიმენტების შედეგად იქმნებოდა, არ გაცდენილა საკუთარი სახლების კედლებს. კომპიუტერი, სინთეზატორები, გიტარასულ ეს იყო და დღესაც ესაა The Radio Dept. ყველა სიმღერა, ისინი, რომლებიც ალბომებში შევიდა და ისინიც, რომელიც იოჰანის კომპიუტერში დარჩა , დაუსრულებელი, დემო ვერსიებით, სტოკჰოლმში, ან მალმოში , ჯგუფის წევრების სახლებში იწერება.

DIY (do it yourself) ჯერ კიდევ დასაწყისში, ჯგუფის გაცნობიერებული არჩევანი იყო, ალბათ ამიტომაც არ გახდა იოჰან დუნკანსონი ტიპური როკსტარი. ზუსტად მაშინ, როდესაც The Radio Dept.მა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როდესაც გავლენიანი ბრიტანული გამოცემები მათ ალბომებს საუკეთესო ათეულებში უჩენდნენ ადგილს,  მათი სიმღერები სოფია კოპოლას ფილმში ისმოდა,  იოჰან დუნკანსონი და მარტინ ლარსონი უარს ამბობდნენ თავისუფლება გაეცვალათ კომერციულ პროექტებზე, რადგან, ერთი შეხედვით პატარა კომპრომისიც კი, მათთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. 2002 წლის შემდეგ, როდესაც არაერთი მსხვილი ლეიბლი დაინტერესდა შვედურ ჯგუფთან თამაშრომლობით, მათ ისინი უარით გაისტუმრეს.

⑆ ჩვენს ჩანაწერებზე ვორნერის ლოგოს დაბეჭდვის იძულება, იგივეა, რაც  მაკ დონალდსის ტატუ კისერზე“.


trd1 

როდესაც ვლაპარაკობთ მუსიკაზე და ვამბობთ სიტყვას “ინდივიდუალიზმი”, იშვიათად წარმოგვიდგენია ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლული ადამიანები, რომლებსაც კვირიდან კვირამდე ემოციები მიაქვთ კომპიუტერთან, გიტარასთან, მიკროფონთან და გარდაქმნიან მუსიკად. რადგან ტიტანურმა მუსიკალურმა ინდუსტრიამ თავისი წესრიგი შექმნა სიტყვების, მათ შორის ინდივიდუალიზმის აღსაქმელად. თუმცა ვინ თუ, არა საკულტო ჯგუფი  The Radio Dept. ამ წესრიგს არღვეს და ამბობს, რომ ჯობია აირჩიო  საკუთარი თავი, საკუთარი მუსიკის გადასარჩენად.  რადგან მუსიკა მათი ცხოვრებაა, ის, რასაც გრძნობენ, რაც და ვინც უყვართ, რისიც ეშინიათ, რასაც აპროტესტებენ და რისი შეცვლაც სურთ. ამიტომაცაა  The Radio Dept.ის მუსიკალური იდენტობა ძლიერი, რადგან მას მყარი საფუძვლები აქვს, როგორც მუსიკალური, ასევე იდეოლოგიური და პოლიტიკური.

ეს იდენტობა ალბომიდან ალბომამდე იშლებოდა მსმენელის თვალწინ. თუკი მათ ნაბიჯებს პირველი ალბომიდან გავყვებით, (Lesser Matters), დაინახავთ, თუ როგორ იზრდება პოლიტიკური აქცენტები მათში და როგორი მგრძნობიარე ხდება ჯგუფი სოციალური საკითხების მიმართ. ერთ დღესაც ყველა ის მუშა გადაგიხდის სამაგიეროს, რომელიც შენ გამოიყენე“ – მღერის დუნკანსონი Freddie and the Trojan Horse-ში,  Heaven’s on Fire  კი თერსტონ მურის, Sonic Youth-ის ფრონტმენის ამ სიტყვებით იწყება: 

“People see rock-and-roll as youth culture and when youth culture becomes monopolized by big business what are the youth do? Do you have any idea? I think we should destroy the bogus capitalism process that is destroying youth culture”

 

მუსიკა  ემოციების, ჩვენი დამოკიდებულებების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, მით უმეტეს კი ისეთი, რომელიც კომერციული ინტერესებისგან ბოლომდე დაცლილია. ამიტომაც ასეთი მუსიკა ყოველთვის იყო პოლიტიკის ნაწილი. სხვანაირად შეუძლებელია, ჩვენდაუნებურად ვართ ჩართულები ერთი დიდ ჯაჭვში, რომელსაც ხან წინ ვექაჩებით და ხან უკან გვექაჩება.

ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ, უჩინარი და უხმო პოლიტიკა იყო შავკანიანების ბლუზი, რომელსაც წლები დასჭირდა იმისთვის, რომ განმათავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელოვანი ნაწილი გამხდარიყო. მოგვიანებით კი, ამერიკული  პოლიტიკური ჰიპჰოპი იყო მუსიკოსების მეთოდი, ადამიანების ინსპირირება მოეხდინათ, ცვლილებებისთვის. ისინი მღეროდნენ რასიზმზე, სიღარიბესა და კლასობრივ უთანასწორობაზე.

trd3 დღეს, ელექტრონული და პოპ მუსიკის ეპოქაში, პოლიტიკური ხმები გაბნეულია. მათი ერთ სივრცეში დანახვა, როგორც პროტესტის მუსიკის, არავის უცდია. ამიტომაც რთულია ამ ხმების  აღქმა, როგორც  თავისუფლებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპის ნაწილად,  მაგრამ თუკი მეოცე საუკუნის გამოცდილებას მაგალითად ავიღებთ, მაშინ, ფაზლიდან სრული სურათის აღქმაც არ გაგვიჭირდება. თუნდაც 2016 წლის ორ ალბომს მოვუსმინოთ, რომლებიც როგორც ჟანრობრივად, ასევე კონცეფციით, ლირიკით  სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან.  ერთი, ლეგენდარული ამერიკული ჰიპჰოპ ჯგუფის, Tribe Called Quest-ის We got it from here… Thank you 4 your service და მეორე შვედური The Radio Dept-ის Running out of Love. ალბომები, რომელიც ღიად პოლიტიკურია და იდეალურად  წარმოაჩენს ამერიკის და ევროპის კრიზისის ახალ ეტაპს. ამ ალბომებში არ არის ლირიკული გადახვევები სიყვარულზე, მარტოობაზე, ნიჰილიზმსა და ადამიანური ურთიერთობების სევდაზე,

⑆ აქ არის დასაწყისი ახალი ბრძოლის, მომძლავრებულ კონსერვატორულ ღირებულებებთან.

თუკი Tribe Called Questის ჰიპჰოპ ალბომი ამერიკაში ახალი რეალობის პროტესტია, დონალდ ტრამპის და ალტერნატიული მემარჯვენეობის (The alt-right), შვედური ჯგუფი The Radio Dept. მღერის ევროპის ანტიმიგრაციულ პოლიტიკაზე, მზარდ იარაღის ინდუსტრიაზე, ფაშიზმის და რასიზმის მომძლავრებაზე.

ჯგუფის ახალი ალბომი Running out of Love იწყება სიმღერითSLOBODU NARODU” – ანუ თავისუფლება ხალხს.  სიტყვებით, რომელიც იუგოსლავიის წინააღმდეგობის მოძრაობის სლოგანი გახდა, მას შემდეგ რაც სტეფან სტივო ფილიპოვიჩმა სასიკვდილო განაჩენის წინ იყვირასიკვდილი ფაშიზმს, თავისუფლება ხალხს!“. სიკვდილი ფაშიზმსეს არის დღეს The Radio Dept.ის მუსიკის მთავარი ხაზი და ახლაც, წლების შემდეგ, უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკური თუ მუსიკალური იდენტობით, ჩვენ სხადასხვა სივრცეში მყოფი ადამიანები, ისევ ვგრძნობთ და ვფიქრობთ ერთნაირად და ვამბობთDon’t ask for patience/ Cause we just don’t have the time/ Freedom now

“ნუ მოითხოვთ მოთმინებას, რადგან ჩვენ ამის დრო აღარ გვაქვს. თავისუფლება, ახლავე!”

ავტორი: თუთა ჩხეიძე