EASTER: რბილი სიმყარე

EASTER

⑆ ზაფხულის ერთერთ ცხელ საღამოს, შთაინი მუცელს მოიშიშვლებს და შორტებით გადის ქუჩაში სასეირნოდ. 

ხელში ღვინის ბოთლი უჭირავს, ჩანთაში სამი ასეთივე ბოთლი უგდია. მოულოდნელად ძირს დაგდებულ 100 ევროიანს პოულობს, რომელსაც სასწრაფოდ ხელს დაავლებს, რათა მისთვის განუყრელი მაქსი  სავახშმოდ წაიყვანოს. მთვარე სავსეა. ძაღლები თავს ლაღად გრძნობენ და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავენ.

ეს სცენარი, შთაინ ომარის თქმით, მისთვის იდეალური საღამოს სცენარი იქნებოდა. საღამოსი, რომელსაც ის მაქსთან ერთად გაატარებდა, ისევე როგორც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს ჩვეულებრივ. შთაინს და მაქსს არ სიამოვნებთ, როდესაც ცალცალკე არიან, რადგანაც ერთად ყოფნა ყველაზე მეტად ეხალისებათ: არ აქვს მნიშვნელობა ეს მუსიკის წერის, ვიდეოს გადაღების თუ ჭამის დროს.. თუმცა, ალბათ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი და საკრალურიც კი, როგორც თავად აღნიშნავენ  სწორედ ჭამის პროცესია. მათი ობსესია საკვებით, ერთი შეხედვითაც,  მარტივი შესამჩნევია მსმენელისთვის. საკუთარ შემოქმედებას  ისინი მდოგვს და ხრაშუნა ხახვს ადარებენ, სიყვარულსპიცის ნაჭერს.


easter ყველაფერი
კი მაშინ დაიწყო, როდესაც მაქსის და შთაინის გზები ბერლინში გადაიკვეთა. წარმოშობით ნორვეგიელი შთაინი ოსლოს გარეუბანში გაიზარდა, სადაც დროს ძაღლების გასეირნებასა და მკვდარი თაგვების დამარხვაში ატარებდა. 2005 წლის დეკემბერში, შთაინი ბერლინს ესტუმრა. როგორც თავად იხსენებს, ამ პერიოდში გზააბნეული, ზიზღითა და სიძულვილით აღსავსე იყო. შთაინმა გადაწყვიტა დაეტოვებინა საშინელი ჰოსტელი, სადაც დაბინავებული იყო და ქუჩაში გაესეირნა, იმ იმედით, რომ ისეთ რაღაცას გადაეყრებოდა, რაც მის სასოწარკვეთას ბოლოს მოუღებდა. სწორედ ამ დროს, ფრიდრიხსჰაინში (უბანი ბერლინში), შთაინმა დაინახა მაკარონის ჭამით გართული მაქსი. მიუხედავად იმისა, რომ მაკარონის ჭამით იყო გართული, მაქსს მაინც არ გამოეპარა შთაინის მზერა. შთაინი ყველაზე ახლომდებარე ბარში შევიდა, შეუკვეთა სასმელი, თუმცა მოულოდნელად გააცნობიერა, რომ ეს სასმელი არაალკოჰოლური იყო და ძალიან ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი, რადგანაც მეორე დღეს ნორვეგიაში ბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შთაინ ომარი საკმაოდ მძაფრი სოციალური მღელვარებით იტანჯებოდა, იგი გაიქცა მისთვის სრულიად უცნობ მაქსთან და თავის მაგიდასთან მოიპატიჟა. მაქსმა ვერავითარი მიზეზი ვერ მოძებნა იმის გასამართლებლად, თუ რატომ არ უნდა დათანხმებოდა მისთვის სრულიად უცხო ადამიანის  ამ შემოთავაზებას. მათ მთელი ღამე ქუჩაში ხეტიალსა და ჩაის სმაში გაატარეს. როგორც მაქსი იხსენებს, იმ დროისათვის ისიც საკმაოდ გზააბნეული იყო. იხსენებენ, რომ ორივეს ერთი და იგივე გოგო მოსწონდათ, რამაც თავიდან მტრულად განაწყო ისინი ერთმანეთის მიმართ, თუმცა შემდეგ მათ დაახლოებას შეუწყო ხელი.

⑆ შთაინისა და მაქსის შეხვედრა ორივესათვის განსაკუთრებული მოვლენა აღმოჩნდა, რადგანაც ერთი ნახვით ასეთი ძლიერი ბმის გაჩენა ადამიანის მიმართ, ამ დღემდე და ამ დღის შემდეგაც, არც ერთს გამოუცდია.

სწორედ ასე შეიქმნა  Easterშთაინ ომარისა და მაქს ბოსის გერმანულნორვეგიული დუო, რომელიც ვიდეო არტისა და ელექტრონული პოპ მუსიკის ჟანრში მოღვაწეობს. სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრების გამო, ერთმანეთს ძირითადად სააღდგომო არდადეგებზე ხვდებოდნენ, რამაც ჯგუფის სახელწოდება განსაზღვრა.  ბერლინში შეხვედრის შემდეგ, მაქსი შთაინთან ჩავიდა ნორვეგიაში და ერთობლივად დაიწყეს მუშაობა ჯერ ვიდეოებსა და ნახატებზე, შემდეგ კი მუსიკაზე. პირველ მუსიკალურ პროექტს Euroshit ერქვა. იგი არასდროს გასცდენია სტუდიის ფარგლებს, სამაგიეროდ, წინ უძღვოდა Easterის შექმნას.

000025 Easterის მუსიკალურ სტილსა და არტისტულ ენას ყველაზე ხშირად პოსტჰუმანისტურთრიფსუწოდებენ, მის ესთეტიკას ახასიათებენ, როგორც  ცივსა და სტერილურს. თუმცა თვითონ  შთაინი და მაქსი ალბათ ყველაზე ნაკლებად იარლიყის  საჭიროებას განიცდიან. მათი თქმით, თავად არაფერი იციან საკუთარი სტილის შესახებ და მასზე საუბარიც არ უყვართ. სტილი უბრალოდ ერთმანეთთან შეხვედრამ განსაზღვრა და ეს როგორღაც თავისთავად, ბევრი ფიქრის გარეშე მოხდა.

Easterის შემოქმედება ბადებს უამრავ შეკითხვას და ბუნდოვანს ხდის საზღვრებს: საზღვრებს არტისტების ვიდეო ნამუშევრებსა და ტრადიციულ მუსიკალურ კლიპებს შორის; საზღვრებს ბინარულ კატეგორიებს შორის; საზღვრებს მათი მუსიკის მსმენელებსა და უბრალოდ მშიერ ადამიანებს შორის; საზღვრებს ფსიქიკურ ცნობიერსა და არაცნობიერს შორის.. Easterის შემოქმედებაში არ მოიძებნება დემო ვერსიები, ყველაფერი ხდება სწრაფად და სპონტანურად. მათი მუშაობის დინება ზოგჯერ ვულკანურია: ერთერთი ტრეკი  ბოლო ალბომიდან, ალბომის გამოსვლის დღეს ჩაიწერა.

დუო D.I.Y. (Do it yourself) ესთეტიკის ერთგული რჩება იმ დღიდან, რაც ერთობლივად დაიწყეს მუშაობა ვიდეოებსა და მუსიკაზე. Easter-ის პროდიუსერი მაქს ბოსია, რომელსაც,  როგორც აღნიშნავენ, არც არასდროს ჰქონიათ სხვა ადამიანთან მუშაობის სურვილი. Easterის შემოქმედების ღერძი შთაინის მიერ დაწერილი ტექსტებია. რომ არა ტექსტების შექმნის ნიჭი, ალბათ მუსიკის შექმნაზე არც იფიქრდებდნენ. შთაინი რითმავს სიტყვებს და შემდეგ მაქსი, მუსიკალურ პროგრამა Abletonის საშუალებით ქმნის კომპოზიციებს მისი პოეზიისთვის. მანამ, სანამ ალბომზე მუშაობას დაიწყებენ, როგორც წესი რამდენიმე საკვანძო სიტყვას ეძებენ, რათა მასზე ააგონ ტექსტები. ჯერ მუსიკა იწერება, ვიდეოზე კი მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ მუშაობას. აღსანიშნავია, რომ მათი ტრეკების უმეტესობას ვიდეო ახლავს თან, რადგანაც საუნდქლაუდზე მუსიკის მოსმენა ვიზუალების გარეშე მოსაწყენად ეჩვენებათ. მათთვის ვიდეო არ არის ინსტრუმენტი, რომელიც მუსიკით გადმოცემულ ემოციას წარმოაჩენს და გაამყარებს, იგი მუსიკისაგან დამოუკიდებელია და იმისთვისაა, რომ რაღაც ახალი და განსხვავებული შესძინოს მას.

შთაინ ომარი და მაქს ბოსი
შთაინ ომარი და მაქს ბოსი

რაც შეეხება შთაინისა და მაქსის ინსპირაციის წყაროს, აქ ისევ საჭმელს უნდა დავუბრუნდეთ. შთაინის თქმით, ტექსტების წერისას იგი უმეტესწილად საკვებზე ფიქრობს. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ საჭმელი, სიყვარული, სიძულვილი და ცხენებია. მაქსი კი შთაგონებას წარსულიდან პოულობს. მისთვის ნოსტალგია ტკბილეულივით არის: ბოლომდე უნდა შთანთქოს, რათა მასზე ფიქრი შეწყვიტოს.   

 

გარდა Easter-ისა, 2014 წელს, მაქსმა და შთაინმა სატელევიზიო სერიალზე დაიწყეს მუშაობა სახელწოდებით SADNESS IS AN EVIL GAS INSIDE OF ME. საპნის ოპერა, უდროო განზომილებასა და უცნობ ადგილას მცხოვრებ ადამიანებთა ორ ჯგუფზეა, რომლებიც ამ ადგილას უცხო ადამიანების ჩამოსვლას უმკლავდებიან. სერიალში ნაჩვენებ აწეწილ ინტერპერსონალურ ურთიერთობებს მელოდრამატული და სენტიმენტალური ელფერი დაჰყვება. როგორც ამბობენ, დევიდ ლინჩის Twin Peaksის მოყვარულებისათვის, ეს საპნის ოპერა შეიძლება განსაკუთრებით საინტერესო იყოს

⑆ Easterის შემოქმედება მდიდარია პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ტექსტებით და ვიდეოებით გენდერისა და სექსუალობის თემებზე.

ერთერთ ინტერვიუში შთაინი ამბობს, რომ ისურვებდა მომავალში გენდერმა ბინარული ოპოზიციების სახით არსებობა საერთოდ შეწყვიტოს, რაც  ნაკლებად საჭიროს გახდიდა გენდერულ პრობლემატიკაზე აქცენტის დასმას. განსაკუთრებით არც ის უხარიათ, როდესაც მათ მუსიკასქვიარ მუსიკისიარლიყს აწებებენ, რადგანაც ვერ იგებენ რა იგულისხმება ამ ტერმინის მიღმა.  თუმცა, მუსიკის ტექსტებში, ზოგჯერ შთაინი მსუბუქი სარკაზმით, ზოგჯერ მეტაფორებით, ზოგჯერ კი სულაც მეტაფორების გარეშე ღიად საუბრობს ამ თემებზე. იმედგაცრუებას გამოხატავს იმის გამო, რომ ეგონა სიყვარული უნდა ყოფილიყო მისი სექსუალური ორიენტაცია, მაგრამ ეს მისი მეგობრებისა და შეყვარებულებისთვის დამაბნეველია, რის გამოც მკაფიო პასუხებს ითხოვენ მისი სექსუალური იდენტობის შესახებ.

easter

დუო ფემინისტურ აქტივიზმშიც არის ჩართული. 18 ოქტომბერს, მათი ახალი ვიდეო კლიპი გამოვიდა სიმღერაზეKinds of fruit”, აბორტის უფლებებზე, რომელსაც Easter აქტიურად ადვოკატირებს. დუომ 2016 წელს წარმოადგინა პროექტი სახელწოდებით HER OWN. იგი მიზნად ისახავს ადამიანის სექსუალობის გამიჯვნას რეპროდუქციის უნარისაგან. პროექტი მოიცავდა აუქციონს, სადაც მსურველებს Easterის ერთერთი ვიდეოს რეკვიზიტები შეეძლოთ შეეძინათ. შემოსული თანხით ისინი ბრიტანულ საქველმოქმედო ქსელს Abortion Supporting Network ეხმარებიან, რომელიც ირლანდიასა და პოლონეთში აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ იბრძვის.

მაქსი დამწყებ მუსიკოსებს და არამარტო მუსიკოსებს, საინტერესო რჩევას აძლევს. სავარაუდოდ ბევრი თქვენგანი ამოიცნობს ამ სიტყვებში სტალკერის მონოლოგს (რაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკია):

იყავით ბავშვებივით უმწეოები, რადგანაც სისუსტე დიდებული რამ არის, ძალა კი არაფერია. როდესაც ბავშვი იბადება ის სუსტი და მოქნილია, ხოლო როდესაც კვდება – მყარი და უგრძნობი. როცა ხე იზრდება იგი მოქნილი და რბილია, მაგრამ როდესაც კვდებამყარი და მშრალი. სიმყარე და სიძლიერე სიკვდილის კომპანიონები არიან. სირბილე და სისუსტე კი სინორჩისა და არსებობის. ის რამაც სიმყარე მოიპოვა, ვერასდროს შესძლებს გამარჯვებას.

ავტორი: ლილი მამულაშვილი