12717458_1564480893872593_4247826401022226519_n

“მუზამე” ექსპერიმენტული მულტიმედიური პლატფორმაა, რომელიც, თანამედროვე აუდიო/ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს.

არტისტი, მისი შემოქმედება, ცხოვრების სტილი და ფილოსოფია მრავალფეროვანი ტექსტია, რომელშიც შეგვიძლია ყველაზე საინტერესო, განსხვავებული, ხშირად რადიკალური იდეები ამოვიკითხოთ.

“მუზამე” არტისტებთან წარმოსახვითი და ფიზიკური ინტერაქციის პროცესია. პროცესი, რომელიც თავის მხრივ ახალი შემეცნების საფუძველი უნდა გახდეს.

პლატფორმა “მუზამე” თავის თავში სამ ძირითად არხს აერთიანებს: ცოცხალი კონცერტები, შეხვედრები მუსიკოსებთან და ონლაინ ჟურნალი, რათა უკეთ მოვისმინოთ, დავინახოთ და გავიაზროთ იდეები ავტორებთან ერთად.